უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


სავარაუდოდ, პრეზიდენტს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები შეხვდებიან - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ დღეს პრეზიდენტს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები შეხვდებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.
„ალბათ, უმჯობესია, ჩვენი მხრიდან იყოს ფრაქციული წარმომადგენლობა. კერძოდ, უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების ხელმძღვანელები იყვნენ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა კარგი ამ ფორმატში იქნება. რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, იცით, ჩვენგან რა საკითხებზეა მზაობა გაცხადებული. პრეზიდენტი რომელ საკითხზე ისაუბრებს და რას ფიქრობს, მისი შენიშვნებისთვის სამართლებრივი საკითხი რა უნდა იყოს, ამას მოვისმენთ“, - აღნიშნა ბესელიამ.
ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე სასაუბროდ პრეზიდენტი მმართველ გუნდს დღეს 16 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, ქვეყნის პირველ პირს შეხვდეს.
ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25