საზოგადოება


სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა თუ საიდან გავრცელდა კერა - გიორგი მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მეხანძრე-მაშველს. ადგილზე მობილიზებული გვყავდა 24 სახანძრო სამაშველო ტექნიკა, მუშაობდა 150 მეხანძრე-მაშველი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები.
„როგორც მოვიკითხეთ, ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები. სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა თუ საიდან გავრცელდა კერა. ასე რომ, გამოძიებას აქვს სამუშაო და ის იტყვის ზუსტ პასუხს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45