უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მარტი, 2018 13:20
font-size

საზღვარგარეთ 840 000 ქართველი მიგრანტი ცხოვრობს, აქედან ნახევარზე მეტი კი რუსეთშია

2017 წელს მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. აღნიშნული მონაცემები მითითებულია „პიუს კვლევითი ცენტრისვებგვერდზე.

ინტერაქტიული რუკის თანახმად, ყველაზე მეტი ქართველი მიგრანტი - 450 000 ადამიანი რუსეთში ცხოვრობს, მეორე ადგილზეა საბერძნეთი 80 000 ქართველით, მესამეზეა უკრაინა 70 000 ქართველი მიგრანტით, მეოთხეზეა აზერბაიჯანი ( 50 000), მეხუთეზეა სომხეთი (40 000). აშშ-ში 30 000 ქართველი მიგრანტი ირიცხება, კვიპროსზე - 20 000, იტალიაში - 10 000.

10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი მიგრანტია ამ დროისთვის ისრაელში, ესპანეთში, ბელორუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში.

1990 წლის მონაცემები განსხვავდება ბოლო შედეგებისგან. მაშინ ქართველი მიგრანტების უდიდესი ნაწილი რუსეთში ცხოვრობდა – 660 000 ადამიანი. შემდეგი იყო უკრაინა – 80 000 ქართველი მიგრანტით, მომდევნო აზერბაიჯანი, სადაც ამ დროისთვის 70 000-მდე ქართველი მიგრანტი ცხოვრობდა, საბერძნეთი – 40 000 და ისრაელი – საქართველოს 30 000 მოქალაქით.

2000 წლისთვის არსებული მონაცემებით კი, იმ ქვეყნების „ტოპ-სამეული“, სადაც ყველაზე მეტი ქართველი იმიგრანტი იყო, არ შეცვლილა – რუსეთი (630 000 ), უკრაინა (70 000) და საბერძნეთი (70 000). მომდევნო ქვეყნებს შორის არიან საქართველოს მეზობლები – აზერბაიჯანი (60 000) და სომხეთი (50 000).

2010 წლის მონაცემებით, რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 630 000-დან 440 000-მდე დაიკლო, თუმცა რუსეთი მაინც პირველი იყო. მას მოჰყვებოდა საბერძნეთი – 90 000, უკრაინა – 60 000, აზერბაიჯანი – 50 000, სომხეთი – 30 000 ქართველი მცხოვრებით.

რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ იმიგრანტებს, აქ პირველ ადგილს რუსები იკავებენ 40 000 ადამიანით. 10 000 – 10 000 უკრაინელი და სომეხი ასევე ცხოვრობს საქართველოში. 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე ნაკლები იმიგრანტია აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვეთიდან, თურქეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან და ა.შ.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი