უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივლისი, 2020 14:40
font-size

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა.

„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა არის ის, რომ მივეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან ის საერთოდ დაკარგეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში ფართოვდება და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც ისარგებლებენ.

„თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარებების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ახალი პარტნიორობის ინიციატივა იწყება

10 აგვისტო, 2020 , 17:58

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერ

“ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული…”

10 აგვისტო, 2020 , 17:50

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

10 აგვისტო, 2020 , 17:35

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სვანეთში დახ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0743 ლარი გახდა

10 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

TV „იმედმა“ გაავრცელა ცალმხრივი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია - „კავკასუს ონლაინი“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„კავკასუს ონლაინი“ განცხადებას ავრცელებს და გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის 2 აგვისტოს გასულ სიუჟეტს - „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა&l

ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

10 აგვისტო, 2020 , 17:20

2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე