უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 თებერვალი, 2018 13:25
font-size

საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ - აფგნ მუხთარლი

თბილისში გაუჩინარებულმა და აზერბაიჯანში დაკავებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მისი გატაცების დეტალები გაიხსენა. როგორც მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, თბილისში, საკუთარ სახლთან მას 4 კაცი დაესხა თავს, რომლებიც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.

„გატაცება მოხდა ჩემს სახლთან, ნიაღვრის ქუჩაზე, ოთხი კაცი იყო. კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. ყველამ იცის საქართველოში, რა უნიფორმას ატარებენ ისინი. რამდენიმე წუთის განმავლობაში თავიდან წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე დავინახე მათი ფორმები და ჩემით ჩავუჯექი მანქანაში. მათ ავტომობილში ცემა დამიწყეს და თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ქუჩაში ჩვენ გარდა არავინ იყო, დიახ, ისინი მითვალთვალებდნენ, მე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები რამდენჯერმე ვნახე. საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში სხვა მანქანაში გადამსვეს, სადაც უკვე აზერბაიჯანელები ისხდნენ, მათ შორის აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უფროსის თანაშემწე, ვიცე-პოლკოვნიკი, ასკეროვი“, -განაცხადა მუხთარლიმ.

მუხთარლი აზერბაიჯანული ციხიდან 2 დღით გაუშვეს, რათა ის დასწრებოდა ზაქათალაში დის, დისშვილისა და ძმისშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებებს.

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`