უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2018 10:35
font-size

საზღვრის უსაფრთხოების და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შექმნის ღონისძიებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 სექტემბერს გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების ანგარიში. დოკუმენტი ასახავს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში არსებულ სურათს 2017 წლის მდგომარეობით და მასში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის შეფასებული.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი, მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ჩართული იყო სხვადასხვა ორმხრივ წვრთნებში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშში საუბარია მაისში „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ორმხრივად გაცვლის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გაზრდისთვის.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით და აღნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

ანგარიშში ასახულია საქართველოს მიერ საზღვრის დაცვის გაძლიერების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები და აღნიშნულია, რომ საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სახმელეთო საზღვრის ხუთ სასაზღვრო სექტორზე (ოთხი აზერბაიჯანის და ერთი თურქეთის საზღვართან) და დაამატა ოთხი სასაზღვრო სექტორი თურქეთის საზღვართან. საქართველომ ასევე შექმნა რისკებისა და საფრთხეების შეფასების განყოფილება, რომელიც მუშაობს ევროპული ინფორმაციის ანალიზის საერთო მოდელის შესაბამისად და ხელი მოაწერა ტაქტიკურ მემორანდუმს ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობასთან, რაც ხელს უწყობს ნატო-სა და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას. მემორანდუმის საფუძველზე, საქართველო არის ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველის“ (Sea Guardian) არაოპერატიული პარტნიორი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აწარმოებს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის საპილოტე პროგრამის წინამოსამზადებელ სამუშაოებს. უახლოეს მომავალში პროგრამა ამოქმედდება თბილისის ერთ-ერთ უბანში და მისი მიზანია არსებული ხარვეზების იდნეტიფიცრება პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, საქართველომ ხელი მოაწერა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროპოლთან, ასევე, გერმანიასთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებას.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებებს საბერძნეთთან და შვედეთთან, რომლებიც ორიენტირებულია სამართალდაცვით სფეროში შემდგომ თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის შესახებ მსგავსი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 28 ქვეყანასთან.

საყოველთაო Secret Santa 2019 დაიწყო!

14 დეკემბერი, 2018 , 16:45

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდ

არასამთავრობო ორგანიზაციები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

14 დეკემბერი, 2018 , 16:40

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“​

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეკემბერში საბავშვო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს და ცოტ

საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი - სისტემური განახლება გრძელდება

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლ

მშენებლობის სექტორში მთავარი პრობლემა „ქაოტური განაშენიანება” და ხარისხის სუსტი კონტროლია

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`