უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მარტი, 2017 16:35
font-size

საზოგადოებამ დააფიქსირა, რომ ქვეყნის მეთაური ხალხმა უნდა აირჩიოს - გიორგი მარგველაშვილი IRI-ის გამოკითხვაზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) სოციოლოგიური გამოკითხვას, რომლის მიხედვით, ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ხალხის ასეთი მაღალი ნდობა ადასტურებს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებამ უნდა აირჩიოს.

„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით ხოლმე რეიტინგებს და ვაკვირდებით იმ დინამიკას, რაც ჩანს რეიტინგებში. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს და აფიქსირებს ქართული საზოგადოება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო, სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. მე მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ასე ერთმნიშვნელოვნად, ასე მკაფიოდ თავისი პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს. დააფიქსირა ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ხალხის ინტერესშია იმ უფლების შენარჩუნება, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა ტრადიციულად და რაც გულისხმობს იმას, რომ აირჩიოს ქვეყნის მეთაური. ასეთი პოზიცია და ასეთი ნათელი გზავნილი, ბუნებრივია უნდა იქნას გაზიარებული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ IRI-ის რეიტინგი ოფიციალურ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, წინასწარ ცნობილი შედეგების თანახმად, კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“, გამოკითხულთა 30% ხმას მისცემდა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, 15 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 8%- „ევროპულ საქართველოს“.

კვლევის გამოქვეყნებული ნაწილის მიხედვით, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია 67%-იანი რეიტინგით. მას მიჰყვება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 65%-ით. მესამე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 55%-ით. ოთხეულს ხურავს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე 50%-ით.

IRI-ის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია ორშაბათისთვისაა დანიშნული.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

24 ივლისი, 2019 , 09:00

საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვე

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

23 ივლისი, 2019 , 16:01

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარფიშვილმა განაცხა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

23 ივლისი, 2019 , 15:52

24-25 ივლისს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინის

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

21 ივლისი, 2019 , 17:33

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს &ldq

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს