უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
საზოგადოებამ შეაფასოს, რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი - ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას შესავალ სიტყვაში „პოლიტიკურ ცეკვებთან“ დაკავშირებული განცხადების გამო ცინიზმში დაადანაშაულა.
ხოშტარიამ აღნიშნა, გიორგი გახარია პატივისცემით უნდა მოეკიდოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და პარლამენტარებს.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო თქვენს ცინიკურ მითითებას პოლიტიკურ ცეკვებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ, პატივისცემით მოეკიდოთ პარლამენტსა და მის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ეს არის ჩვენი თავისუფლება. საზოგადოებამ შეაფასოს, რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი“,- მიმართა ხოშტარიამ გახარიას.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, - ასე მიმართა შს მინისტრმა პარლამენტარებს სიტყვით გამოსვლისას.