უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აპრილი, 2025 17:01
font-size

საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - ალექსანდრე დარახველიძე

არავითარი უვიზო მიმოსვლა არ გაგვიხსნია ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, პირიქით, დავუწესეთ დამატებითი შეზღუდვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 17 ქვეყნის მოქალაქეს, პირობითად, სპარსეთის ყურის ქვეყნების 5-დღიანი ბინადრობით ან 10-დღიანი ვიზებით შეეძლოთ შემოსულიყვნენ საქართველოში, ახლა ეს ერთ წლამდე გაიზარდა.

„სპარსეთის ყურის ქვეყნების თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით ან ვიზით, ამ შემთხვევაში „ჩამკეტი“ დაწესდა, ერთი წელი და მეტი უნდა იყოს ვიზის მოქმედება, რათა ქვეყანაში შემოვიდნენ. ამ დადგენილების მიღებამდე 17 ქვეყნის მოქალაქეს შეძლო, თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით შემოსულიყო ქვეყანაში და ჩვენ გავზარდეთ ეს ერთ წლამდე. აქ შეზღუდვის მიზანია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოირჩეოდნენ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის მაღალი მაჩვენებლით და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, სხვადასხვა კოლეგა უწყებასთან კონსულტაციის შედეგად შეიზღუდა და დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ.

2015 წლიდან მოქმედებს დადგენილება, რომელიც 50 ქვეყნის ჩამონათვალს ითვალისწინებს. ამ ქვეყნების ვიზით ან ბინადრობით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, რომ საქართველოში შემოვიდეს. თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, მოქმედების რა ვადა უნდა ჰქონოდა ან ვიზას, ან ბინადრობას. ჩვენ დავაიდენტიფიცრეთ 17 ქვეყანა და ეს სიაც დართული აქვს ამ დადგენილებას. ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებიც გამოირჩეოდნენ უკანონოდ დარჩენის შემთხვევებით. ასევე, თავშესაფრის მოთხოვნების მეოთხედი სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეებზე მოდიოდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და ამ 17 ქვეყნის მოქალაქეს თუ აქამდე შეეძლო, რომ ქვეყანაში შემოსულიყო სპარსეთის ყურის ქვეყნების თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით ან ვიზით, ამ შემთხვევაში „ჩამკეტი“ დაწესდა, ერთი წელი და მეტი უნდა იყოს ვიზის მოქმედება, რათა ქვეყანაში შემოვიდნენ.

არავითარი უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებთან ჩვენ არ გაგვიხსნია, არც იგეგმება და არც ყოფილა არასდროს. პირიქით, თუ აქამდე მარტივად შეეძლოთ, პირობითად, 5-დღიანი ბინადრობით ან 10-დღიანი ვიზებით შემოსულიყვნენ ქვეყანაში, ახლა ეს ერთ წლამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ცვლილებები უკუღმა იყო გაგებული და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ დანარჩენ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა. არ ყოფილა არასდროს და არც იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. პირიქით, ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს დავუწესეთ დამატებითი შეზღუდვა. თუ აქამდე შემოდიოდნენ 5 ან 10-დღიანი ვიზებით, ახლა ვითხოვთ ერთ და მეტწლიანი მოქმედების ვადას“, – განაცხადა დარახველიძემ.

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს

13 მარტი, 2026 , 08:52

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს.   ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმ

„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მარტი, 2026 , 15:53

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად:ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელ

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე

12 მარტი, 2026 , 15:28

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ

მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

10 მარტი, 2026 , 12:49

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. &bdqu

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს

10 მარტი, 2026 , 11:55

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიტანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევი

ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა

10 მარტი, 2026 , 11:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი