უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
არქივი
პოლიტიკა


საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ის საზიზღრობა, რაც მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა,-ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ფაბრიკაცია საზოგადოებას არ წაადგება, ეს არის მავნებლური გზა, ერთმანეთთან დაპირისპირების. ეს საიდან მოდის? – საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ის საზიზღრობა, რაც მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა. ცდილობდნენ, ყველა ადამიანზე ჩანაწერი ჰქონოდათ. გაიხსენეთ, ყოველ კვირაში მსგავს ჩანაწერებს აკეთებდნენ. ყველა ადამიანზე ჩანაწერების გამოქვეყნება ხდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ და დავინახეთ, რომ ორკესტრირებული იყო.
ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი. რა გამოძიება, ხალხო?
ევროკავშირი, ამერიკა, ეუთო/ოდირი ყველა აღიარებს, რომ არჩევნები იყო შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და გაყალბებაზე არავინ არ საუბრობს.
გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა. ეს თემები ვერ ააგორეს, ადამიანი ციხეში ძალით ჩაჯდა, რომ მსოფლიო სკანდალი გამოეწვია იმისთვის, ნახეთ, როგორ დევნიან მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარულია და ახლა ჩანაწერებზე საუბარი დაიწყეს.
რა გამოძიება, სისულელეა. რაზე უნდა დაინტერესდეს? – რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი?
როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ მთელი სტრუქტურა ხელისუფლების ჩართული იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. იცით, როგორ გააშუქეს? – თურმე, გირგვლიანი სვანური დაჯგუფების წევრი იყო, ვიდრე სიმართლე არ გავიგეთ. უნდოდათ, ეს საკითხი ასე გამოეტანათ. ეს თემა პრეზიდენტამდე მივიდა დ ამ პროცესში მთელი სტრუქტურა იყო ჩართული. იგივე ადამიანები დღეს გეგმავენ, ასეთ ჩანაწერს და ამათ როგორ უნდა დავუჯეროთ?
ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან მოკლული ჩვენი ხელისუფლების დროს. მანახეთ, ერთი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ ფაქტს.
ვინ არის თორნიკე ქარჩხავა? აქამდე, ჩანაწერამდე სად იყო? გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს
12 აპრილი, 2021 , 12:25