უკან
პოლიტიკა
1 სექტემბერი, 2017 14:15
საზოგადოებას შევთავაზებთ ისეთ შემადგენლობას,რომელიც იქნება თბილისის მომავალი განვითარების გარანტია - არჩილ თალაკვაძე
„ქართული ოცნების“ ოფისში, მმართველი გუნდის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის საკრებულოს წევრების შემადგენლობაზე მსჯელობენ.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საბოლოო სია საზოგადოებას დღეს საღამოს წარუდგენენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში, საპარპალმენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საზოგადოებასთვის ისეთი შემადგენლობა იქნება შეთავაზებული, რომელიც თბილისის განვითარების გარანტი გახდება.
„ჩვენი კანდიდატების შემადგენლობა მომავალი საკრებულოს დასაკომპლექტებლად არის განახლებული. კანდიდატებს შორის არიან ქალი პოლიტიკოსები, ახალგაზრდა ლიდერები და ჩვენ საღამოს საზოგადოებას შევთავაზებთ ისეთ შემადგენლობას, რომელიც იქნება თბილისის მომავალი განვითარების გარანტია“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
მონიკა დავლიანიძე