უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 თებერვალი, 2017 14:10
font-size

საზოგადოებისთვის „ციანიდის საქმე“ შესაძლოა, ციანიდივით საშიში აღმოჩნდეს - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. ციანიდის საქმეს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპონენტების მხრიდან მიმდინარეობს არასახარბიელო პოლიტიკური თამაშები და ამ ყველაფრის მსხვერპლი საპატრიარქო გახდა.

„სურვილი მაქვს, რომ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი, დაძაბულობა პიკს აღწევს. რა თქმა უნდა, ჩემთვის არასასიამოვნოა, როდესაც შემზარავი ურთიერთბრალდებით გამოდის სხვადასხვა მხარე, ამ ბრალდებებში ერთვებიან სასულიერო პირები და საპატრიარქოს შიდა საქმე ასე ღიად გამოდის სააშკარაოზე. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში საკმაოდ არასახარბიელო პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ამ თამაშების მსხვერპლი ხდება საპატრიარქო. ვიღაცას სურს, რომ დიდი ბზარი შეიტანოს იმ ინსტიტუციაში, რომლის ყველაზე მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი ტელევიზია ხელს უწყობს, რომ შოუდ აქციოს ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს სახიფათო თამაში თუ დროულად არ დამშვიდდა, შესაძლოა „ციანიდის საქმე" ციანიდივით საშიში აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. მქონდა შეთავაზებაც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოგვეცხადებინა - საპატრიარქო თვითონ გაერკვეს საკუთარ პრობლემებში და ასევე, საგამოძიებო ორგანოებსა და პროკურატურას მივცეთ საშუალება, რომ ობიექტურად მოხდეს საქმის ბოლომდე მიყვანა. რაც ნაკლები პოლიტიკური აურზაური იქნება ამ საკითხთან მიმართებაში და რაც მეტად გავუფრთხილდებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს საზოგადოებისთვის - რწმენას, ყველასთვის უკეთესი იქნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ნინო ექვთიმიშვილი

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი