უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 13:00
font-size

საზოგადოებრივ მაუწყებელში 10 წელში 410 მილიონია დახარჯული, ამას ასდის სუნი, რომ ეს იყო „კარმუშკა“ ვიღაცეებისთვის- ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებელში 2006-2016 წლებში ახალი დაფინანსების პრინციპზე გადასვლის შემდეგ, 410 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა არხს არც რეგიონული ოფისები, არც სათანადო ტექნიკა და არც შესაფერისი შენობა გააჩნია.

როგორც მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017-2019 წლების რეფორმის პრეზენტაციის დროს აღნიშნა, ამ ყველაფერს აზდის სუნი და ელფერი, რომ ყოველივე ეს ვიღაცისთვის „კარმუშკა“ იყო.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეეტი განვითარებაზე არ არის ორიენტირებული. მაუწყებლის 10 წლის ხარჯი 2006-2016 წლამდე, მას შემდეგ რაც 2006 წელს ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და დაიწყო დაფინანსების ის ახალი პრინციპი რაც დაიწყო, 410 მილიონი ლარია დახარჯული, აქედან, ტექნიკაზე მხოლოდ 5%-ია დახარჯული, ეს იმ პირობებში, როდესაც არ არის რეგიონული ოფისები, შენობა არის ცუდ მდგომარეობაში, ტექნიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ასე შემდეგ, ამ დროს დახარჯულია 410 მილიონი ლარი. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა არის საინტერესო ჟურნალისტური გამოძიებებისთვის. აქ ბევრ საინტერესო რამეს იპოვით. მე არ მჩვევია დაუსაბუთებელი საუბარი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ასდის ამას სუნი და ელფერი რომ ეს იყო „კარმუშკა“ ვიღაცეებისთვის. არაერთისთვის და არა ორისთვის“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ბევრი ვინც დღეს ხმამაღლა ყვირის, არ უნდოდეს ამ თემების წინ წამოწევა, იმიტომ რომ თავის დროზე ამა თუ იმ ფორმით, შეიძლება ყოფილიყო ამ „კარმუშკასთან“.

„ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოში ვერ ნახავთ ასეთ ორგანიზაციას, სადაც თითქმის ნახევარი მილიონია დახარჯული და ასეთი პირობები არსებობდეს“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძემ მაგალითისთვის 2016 წელიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ შარშან საზოგადოებრივ მაუწყებელში 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან 60% ხელფასებსა და მივლინებებზე, ტექნიკაზე 3%, სხვა ხარჯებმა 37% წაიღეს.

მონიკა დავლიანიძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი