უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მარტი, 2017 18:45
font-size

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არხიდან გათავისუფლებული ლაშა მესხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ „მოამბის“ გათავისუფლებული ჟურნალისტისა და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ლაშა მესხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და მაუწყებელში მოქმედმა ორმა პროფკავშირმა. პროტესტს შეუერთდნენ რკინიგზელთა პროფკავშირის წევრებიც.

აქციის მონაწილეები ლაშა მესხის გათავისუფლება დევნად შეაფასეს და აღმასრულებელ საბჭოს ორდრიანი ვადა მისცეს ჟურნალისტის სამსახურში აღსადგენად.

„პატივცემულო ბორდის წევრებო, გთხოვთ, ადეკვატური შეფასება მისცეთ მაუწყებლის შიგნით მომხდარ პროფესიული და პროფკავშირული ნიშნით დევნის ფაქტს. ორი დღის შემდეგ, თუ აღნიშნული უსაფუძვლო გადაწყვეტილება არ შეიცვალა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ სამართლებრივ და საპროტესტო ფორმას ლასა მესხის უფლებების დასაცავად“, - განაცხადა არხის თაანმშრომელმა ემზარ ლაბუჩიძემ , რომელმაც მესხის მხარდამჭერთა მიმართვა წაიკითხა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის, დოდო შონავას თქმით, არხზე ახალი მენეჯმენტის პოზიციის გამო შეიძლება გაუარესდეს იქ დასაქმებულთა სამუშაო პირობები.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედი ორი პროფკავშირი გაერთიანებული ვართ, რათა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული უფლებები, რადგანაც ახალი მენეჯმენტისა და აღმასრულებელი საბჭოს ყველა პრეზენტაცია, განცხადება და გეგმა ცხადყოფს, რომ ისინი აპირებენ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული უფლებები მასიურად დაარღვიონ“, - განაცხადა შონავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ლასა მესხმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მოამბის” 13 ჟურნალისტს თებერვალში ერთთვიანი კონტრაქტები შესთავაზა. გუშინ კი ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განაცხადა, რომ ის ერთადერთია იმ 13 ჟურნალისტიდან, რომელთანაც ტელევიზიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. ის ვარაუდობს, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება მის პროფკავშირულ საქმიანობას ეხება.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი