უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2017 14:30
font-size

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება“, - ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ და ბორდის წევრმა სულხან სალაძემ განაცხადეს.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე, მენეჯმენტის შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა გადაცემების დაყოფას მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად, აღარ არის აქტუალური, ვინაიდან, სულხან სალაძის თქმით, გასულ კვირას მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ სამსახურეობრივი ბარათი წარუდგინა, სადაც მენეჯმენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე ბადე 17 ივლისის ჩაათვლით იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს.

„პარალელურად, მენეჯმენტი საუბრობს, რომ იგი გამოაცხადებს კონკურსს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ახალ სეზონზე, რომელიც სექტემბერში გაეშვება, თუმცა, ხვალ ჩანიშნულია სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც უფრო ბევრი საკითხი ცხადი და ნათელი გახდება“,- განაცხადა სულხან სალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ „რამდენიმე დღის წინ, მოხდა ბორდთან შეთანხმება. გეგმაზე ხვალ ვისაუბრებთ სამეურვეო საბჭოსთან და მოხდება ახალი სატელევიზო გეგმის დამტკიცება. ამის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. ამ გეგმის მიხედვით, კონკურსი 10 მარტს გამოცხადდება, რომელშიც ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება. ამ გეგმის მიხედვით, რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ასევე საუბარი მიმდინარეობს ტელევიზიის შენობის რემონტთან დაკავშირებით.
ტელევიზიის მენეჯმენტს არ ენდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დოდო შონავა. ის მენეჯმენტისგან დეტალურად გაწერილ გეგმას მოითხოვს.

„ნდობა ამოწურულია მენეჯმენტის მიმართ, შესაბამისად, ეს არ არის გარანტია. მოვითხოვ დეტალურად გაწერილ გეგმას თუ როგორ განხორციელდება ახალი სეზონისთვის მზადება, რა ტიპის აქტივობები იქნება. ასევე, მოვითხოვ ყველა საკადრო გადაწყვეტილება მიღებული იყო მას შემდეგ, რაც განისაზღვრება თითოეული თანამშრომლის უნარ-ჩვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ახლი სეზონის მზადებაში“,- განაცხადა დოდო შონავამ.

წყარო: 1TV.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი