უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 თებერვალი, 2017 14:45
font-size

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ შენობებში უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ მდგომარეობის შესახებ მორიგი ანგარიში წარადგინა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩატარებული კვლევის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 30 %-ზე მეტი მწეველია.

უჩა ნანუაშვილმა თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც გაამახვილა ყურადღება და რამდენიმე რეკომენდაციაც შეიმუშავა.

სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია კანონში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს მოწევის აკრძალვას დაწესებულებების დახურულ შენობებში.

,,აუცილებელია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა მოვიდეს ჰარმონიზაციაში იმ საერთაშორისო კონვენციებთან, რომლის მონაწილეც არის საქართველო, მათ შორის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან.

ეს ეხება პირველ რიგში, სწორედ იმას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ შენობებში უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება, ისევე, როგორც უნდა გამკაცრდეს თამბაქოს რეალიზაციის და სპონსორობის ნებისმიერი ფორმა და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევები არსებობს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 20:10

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლებ

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 19:48

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, - ამის შესახებ საქ

ხვალ ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას

30 მარტი, 2020 , 18:56

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და გ

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

30 მარტი, 2020 , 18:47

საქართველოში საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომ

საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ად

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების საქმიანობა დასაშვები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:20

ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებსა და სპეციალურ რეჟიმს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა,