უკან

საზოგადოება

6 ივნისი, 2017 13:20
font-size

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი

ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათების გამოყენებით, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კომფორტული იქნება.

"ჩვენ საკმაოდ მოცულობითი კვლევები ჩავატარეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი ეტაპიც იყო ახალი ავტობუსების პროექტი, მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენი შემდგომი პრიორიტეტია. ცვლილებები ეხება ხარისხის გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე ტარიფთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გადახდის სისტემა უმჯობესდება, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ახალი, უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი, სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენებით, რაც ტურისტებისთვისაც ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან კომფორტული იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებები ხვალ თბილისის მთავრობის სხდომაზე გაკეთდება.

ნინო ექვთიმიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი