უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2020 10:22
font-size

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე უხანგრძლივდება.

„ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, სამართლებრივი ნონსენსია. „ქართული ოცნების“ მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და მოქალაქეების სამოქალაქო უფლებები, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წამოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას.
ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა, პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე - გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 16:15

საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმის დასრულებაზე და ახალი საქმეების დაწყებაზე, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების

კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

10 აგვისტო, 2020 , 12:50

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი

გადავწყვიტე, „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში - ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო, 2020 , 10:37

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება . „ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე