უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
1 ნოემბერი, 2018 12:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით 45 მილიონ ლარს სესხად აიღებს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45-მილიონიანი დაფინანსების პარალელურად, საზოგადეობრივი მაუწყებელი დამატებით კიდევ 45 მილიონს სესხად „თიბისი ბანკიდან“ აიღებს.
საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის ინფორმაციით, სესხის აღება საჭიროა არხის სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის, რაზეც მენეჯმენტმა თანხმობა მისცა.
მისივე თქმით, ბორდი გააკონტროლებს თანხის ხარჯვის პროცესს.
„ეს სესხი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღებისთვის.
პროტესტი არავის არ გამოუთქვამს, იმიტომ რომ ბორდის წევრები, ცხადია, ყველა ძალიან დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს.
როდესაც სესხი იქნება აღებული და დაიწყება მისი ხარჯვა, ცხადია, საბჭო, თავის მხრივ, ძალიან მკაცრად გააკონტროლებს ამ თანხის ხარჯვას“, - განაცხადა მსხილაძემ.