უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2017 14:35
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტის, დიმიტრი ბერძენიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, უკანონოდ ჩაითვალა არხის ყოფილი ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის გათავისუფლება.

ბერძენიშვილი ხაზს უსვამს, რომ სასამართლომ გამორიცხა დისკრიმინაციის ნაწილი ამ დავაში.

„ცხადია, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ სასამართლოს მიერ გაჟღერებული მოტივაცია აშკარად მიუღებელია ჩვენთვის საამართლებრივი თვალსაზრისით. რაც მთავარია, სასამართლომ დისკრიმინაციის ნაწილი საერთოდ გამორიცხა, რაზეც ქალბატონი ეკას არგუმენტაციები ეფუძნებიოდა. ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა დიმიტრი ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილება მიშველაძის გადაცემის დახურვისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ საზოგადოებრივს 30 000 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ სარჩელის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მიშველაძისთვის 3 000 ლარის გადახდას დისკრიმინაციისთვის და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიშველაძე სამსახურში დაბრუნებას, კომპენსაციის გადახდასა და დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ანა მებურისვილი

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19 სექტემბერი, 2020 , 17:54

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 17:21

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალ

თბილსში, ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრ

ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს, აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე. ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად. წარსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვახსო

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვრის დაცვის თანამშრომე

გრიპის ვაქცინაციის საშუალება სავალდებულო უნდა იყოს წელს - თენგიზ ცერცვაძე

19 სექტემბერი, 2020 , 14:45

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სა და გრიპის ვირუსის თანხვედრის რისკზე “ღამის კურიერში” ისაუბრა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი განმარტავს, რომ კორონავირუსის პრევენციული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.