უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 იანვარი, 2017 11:40
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექოტორის ვინაობ დღეს გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ვინაობა დღეს, 12:00-ზე გახდება ცნობილი.

პროცედურის თანახმად, სამეურვეო საბჭოს 8-ვე წევრი, კონკურსის მეორე ტურში გასულ 5 კანდიდატს: ნინო ზაუტაშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ზაალ ანჯაფარიძეს, ნათია კუპრაშვილსა და თინათინ ბერძენიშვილს შორის არჩევანს ფარული კენჭისყრით გააკეთებს.

ახალი გენერალური დირექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელს 6 წლით უხელმძღვანელებს.

როგორც საკითხის კომენტირებისას, დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, სამეურვეო საბჭოს წევრებს ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

ზაუტაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბჭოს წევრებს ეს პასუხისმგებლობა საკმაოდ გაანალიზებული აქვთ.

„ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მომდევნო 6 წლის მანძილზე, რომელსაც ძალიან დიდი ნახტომის გაკეთება მოუწევს ამ 6 წლის მანძილზე, იმიტომ, რომ მან ფაქტობრივად, უნდა დაძრას, ყინული უნდა გაალღოს, რომელიც ამ წუთას საზოგადოებასა და საზოგადოებებს შორის არის. ეს იქნება საკმაოდ მძიმე, რთული, ძნელად გასავლელი გზა“,-განაცხადა ზაუტაშვილმა.

დირექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, ნათია კუპრაშვილი, ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას, რადგან, მისი თქმით, თვითონ პროცესი საინტერესოდ და იმედიანად წარიმართა.

„მეურვეები სვამდნენ, ჩემი აზრით, საკმაოდ კრიტიკულ კითხვებს თითოეულ კანდიდატთან. სვამდნენ იმ კითხვებს, რაც უნდა დაესვა მეურვეს, ესეც მნიშნელოვანია. ამიტომ, მე მგონია, ისინი თავის სამეურვეო საქმეს მიიყვანენ ბოლომდე“,-აღნიშნა კუპრაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს