უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 იანვარი, 2017 14:50
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთმა ჯგუფმა იურიდიულ კომიტეტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.

პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლში ცვლილებების განხორციელების შესახებ.

აღნიშნული მუხლი სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს და მეურვის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

საკანონმდებლო წინადადების მომხრეების აზრით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს, არსებული კანონით, მკაფიოდ არ აქვს უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები გამიჯნული.

კერძოდ, მათი თქმით, სამეურვეო საბჭოს მინიჭებული აქვს უპირატესი უფლება მაუწყებლის მართვის საკითხებში, რადგან მას საკუთარი ინიციატივით დირექტორთან შეთანხმების გარეშე, აქვს უფლება, შეცვალოს ბიუჯეტი და დებულება.

როგორც საკითხის კომენტირებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა დოდო შონავამ განაცხადა, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის მიზანია, გაუადვილონ როგორც სამეურვეო საბჭოს, ასევე გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა.

„სამეურვეო საბჭო არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც არის ერთგვარად, საზოგადოების თვალი და ყური, იგი არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში“,-აღნიშნა შონავამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ, რომ მათი ინიციატივა კომიტეტმა მოისმინოს.

“ კომიტეტი იმსჯელებს, თუ დაინახავს, რომ არის საფუძვლიანი ეს წინადადება, ვიფიქრებთ იმაზე, რომ ვიმუშაოთ ამ პრობლემების, ან წინააღმდეგობების დაძლევაზე“,-აღნიშნა ბესელიამ.

მონიკა დავლიანიძე

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 , 16:20

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. უწყების

ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს - დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა

3 აგვისტო, 2020 , 14:45

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა-დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა, &ndash

დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

3 აგვისტო, 2020 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას"  წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა  დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ  გამოძიებისთვის  თამარ  ბაჩ

ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამ

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

3 აგვისტო, 2020 , 10:15

შსს-მ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები პატიმრობაში რჩებიან

31 ივლისი, 2020 , 18:53

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო. ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე