უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 თებერვალი, 2019 17:00
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სამართლებრივი დახმარების შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომლიდან 4 მოსარჩელე, მორიგების გზით, აღდგენილია დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც მიღებულია სასამართლო განჩინება.

მათივე ინფორმაციით, ერთი მოსარჩელე, მხარესთან მორიგების გზით, დაკმაყოფილდა მის მიერ დასახელებული ფულადი კომპენსაციით, ხოლო 2 საქმეზე მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და 1 წლის შრომის ანაზღაურების კომპენსაციის სახით დაკისრების თაობაზე.

“გასულ წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ათობით თანამშრომელი განთავისუფლდა, რომლებიც მაუწყებელში დასაქმებული იყვნენ განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებები დასაქმებულთან გრძელვადიანი ურთიერთობის ხედვას აყალიბებს და მისთვის მეტი სოციალური სტაბილურობის შექმნას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, 2018 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მიიღო ე.წ „შეთავაზება“ განსხვავებული ხელშეკრულებისა, რითაც დასაქმებულთა საწინააღმდეგოდ სრულად იცვლებოდა სამუშაო პირობები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. შემათანხმებელი პროცედურებისა და მორიგების უშედეგო მცდელობის შემდგომ, 2018 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მიიღეს ბრძანება განთავისუფლების თაობაზე", - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკანონოდ განთავისუფლებული პირების უფლებების დასაცავად „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა მიმართეს სასამართლოს დასაქმებულთა შრომითი უფლებების აღდგენის მოთხოვნით. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული 20 მუშაკის ინტერესებს წარმოადგენს.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი