უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 14:10
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისთვის საჭიროა თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია - ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, არხის კრიზისიდან გამოყვანისთვის საჭირო ნაბიჯები ჩამოთვალა.

როგორც მაღლაფერიძემ 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, საჭიროა საინფორმაციო გამოშვების გარდა ყველა გადაცემის შეჩერება, კადრების ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტენქიკური ბაზის გასაახლებლად და ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა.

მისი განმარტებით, წარდგენილი ნაბიჯები არის მხოლოდ და მხოლოდ საექსპერტო შემოთავაზება და არხის ადმინისტრაცია საზოგადოების აზრს და მსჯელობის შედეგებს დაელოდება. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

„ეს არის საექსპერტო შემოთავაზება. იმიტომ რომ ჩვენ სხვა თანხა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს 39 მილიონი და ამ 39 მილიონით უნდა შევძლოთ ყველა ამოცანის გადაჭრა: გადაიარღება, ოფისები, არქივი და ასე შემდეგ და ამავე დროს განვითარება. სხვა თანხა არ გვაქვს. ამიტომ ამ ეტაპზე მიგვაჩნია ტექნიკური საშუალებებიდან გამოდმინარე, საჭიროა: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვების გარდა); თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციაზე გადასვლა“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაალოებით 15 მილიონი ლარი.

„სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი. ეს არის ის აუცილებელი ხარჯი, რომელიც უნდა დაიხარჯოს ამ ბაზის შესაქმნელად“,-განმარტა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

მონიკა დავლიანიძე

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი