უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 15:25
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმები კანონის დარღვევით არ უნდა დაიწყოს - თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თამარ კორძაიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმები „კანონის დარღვევით არ უნდა დაიწყოს“. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კორძაიას თქმით, არხის გენერალურმა დირექტორმა და მისმა მრჩევლებმა ვერ დაასაბუთეს, მხოლოდ „მოამბის“ დატოვებით როგორ არ დაირღვევა კანონი „მაუწყებლობის შესახებ.“

„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით უნდა ილაპარაკოს გენერალურმა დირექტორმა და არა მისმა მრჩევლებმა, რადგან ის არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და ჩვენ გვინდა მისგან მოვისმინოთ პასუხები. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებ ღირებულად მიაჩნიათ [გენერალურ დირექტორს და მის მრჩევლებს] საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები. სამწუხაროდ, მათ არ წარმოუდგენიათ არცერთი არგუმენტი იმაზე, რომ მხოლოდ „მოამბის“ გაშვებით კანონი არ დაირღვევა. მაგრამ თუ ისინი „მოამბეს“ გააფართოებენ, შექმნიან სხვა ტიპის გადაცემებს, რომ ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ვალდებულება შეასრულონ, მაშინ იყოს ეს ნაკლებხარჯიანი, ვიდრე ის გადაცემები, რომლებიც ახლა გადის ეთრში“, - ამბობს კორძაია.

„რესპუბლიკელების“ წევრი ასევე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე განთავსებულ გამოკითხვას „უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„ძალიან სამწუხაროა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი არსებობის საჭიროებას. ძალიან ქაოტური ვითარებაა და ამაში პასუხისმგებელია ახლანდელი გენერალური დირექტორი, რადგან ეს ქაოსი მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო. და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია სამეურვეო საბჭოც, რომელმაც ის აირჩია“, - განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეაბილიტაციასა და განვითარების 3-წლიანი გეგმა წარადგინა. პროგრამა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ სამუშაოებს, კადრების რეორგანიზაციასა და გადაცემების დროებით დახურვას.

როგორც მაღლაფერიძემ განაცხადა, თუ ბორდი მის გეგმას დაამტკიცებს, არხზე შექმნილი რთული ვითარების გამო, „მოამბის“ გარდა ყველა გადაცემა დაიხურება 2018 წლამდე.

ანა მებურიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს