უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფი ბორდს არხის განვითარების გეგმას წარუდგენს
საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის, დოდო შონავას განცხადებით, არხის საინიციატივო ჯგუფი დღეს ბორდს წარუდგენს მაუწყებლის განვითარების საკუთარ გეგმას.
შონავას თქმით, პროფკავშირები საკუთარ ხედვას საზოგადოებას 6 მარტს გააცნობს.
„6 მარტს იგეგმება დიდი კონფერენცია, რომელიც საკმაოდ სერიოზული იქნება. მასში მიიღებენ მონაწილეობას როგორც არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი, ასევე დიპლომატიური კორპუსი. წარმოდგენილი იქნება ყველა ის მედიაექსპერტი, რომლებიც სერიოზულად მუშაობენ ჩვენს მედიაბაზარზე. მენეჯმენტის წარმომადგენლებიც მიწვეულები არიან“, - განაცხადა შონავამ.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი და დამოუკიდებელი პროფკავშირები ამერიკის პროფესიული კავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, სადაც ისაუბრეს მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და მათ სავარაუდო შედეგებზე.
შეგახსენებთ, რომ არხის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი აპირებს, არხის რეფორმის პროცესში , დახუროს ყველა ის გადაცემა, რომლის რეიტინგი არხის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. მათ შორისაა ისეთი გადაცემები, როგორც „წითელი ზონაა“ და „რეალური სივრცე“
ანა მებურიშვილი