საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრი ჰყავს
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად გიორგი იაკობაშვილი აირჩია.
მის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო.
რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს - აკაკი გიგინეიშვილს 33 მომხრე ჰყავდა, ლელა ფირალიშვილს კი-22.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა.
„კანონმდებლობის გათვალისწინებული წესის მიხედვით, გამოცხადებული იყო თავის დროზე კონკურსი და ყველა ის ეტაპი, რაც ამ პროცესის გასავლელად იყო საჭირო, იქნა გავლილი. შემდეგ კი, პარლამენტმა კენჭი უყარა საკითხს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი იაკობაშვილი“,-აღნიშნა კობახიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევი ღია კონკურსი 29 მაისს გამოცხადდა.
მონიკა დავლიანიძე