უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 სექტემბერი, 2020 16:45
font-size

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური შეფასებების ცენტრში მოექცა.

წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასა და მისი არსებული ფორმით ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რაც, სამწუხაროდ ,მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით არის გაპირობებული და არა რაიმე ტიპის არგუმენტებით.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ესა თუ ის პოზიცია და საკუთარი აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მისი დაფინანსების ფორმებსა თუ კონცეფციაზე და ეს ჯანსაღი განხილვის თემა გახდეს, თუმცა წინასაარჩევნოდ, თანაც ფაქტების უხეში დამახინჯებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების მოთხოვნაარადემოკრატიულია, პოლიტიკური ანგაჟირების ელფერს იძენს და პირდაპირი თავდასხმაა არამხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეაზეც და შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიაზე განხორციელებული შეტევა.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ობიექტური და დაბალანსებული მედიასაშუალებების არსებობა.

მნიშვნელოვანია,რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან კანონი უზრუნველყოფს. შესაბამისად, ყველა ინსტიტუციას და, უპირველესად, პოლიტიკურ სუბიექტებს, მოეთხოვებათ კანონის უზენაესობის დაცვა!

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მივიჩნევთ, რომ დაუსაბუთებელი და პოლიტიკური მოტივაციით გაჯერებული განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე. ამასთან, აღნიშნული შეიძლება შეფასდეს, როგორც ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, როგორც მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანო, მაქსიმალურად დაიცავს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ და შემოქმედებით თავისუფლებას.

ამასთან, სამეურვეო საბჭო მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს, დააკვირდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს და შეაფასონ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის წინააღმდეგ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან განხორციელებული დისკრედიტაციის მცდელობა.

ამ განცხადებით სამეურვეო საბჭო მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი