უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მაისი, 2018 15:30
font-size

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება - ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული,
ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო.

,,ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებაში სოციალურ ფაქტორს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.

თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის დაბალტარიფიანი და შეღავათიანი მგზავრობის შეთავაზება. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მეტად სწრაფი და კომფორტული, ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მთლიანობაში, ეს ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს“, - ნათქვამია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი