უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2017 15:50
font-size

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, შესაძლოა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვიოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი სატელევიზიო სეზონი 2018 წლის იანვრისთვის გადადო, რითაც, შესაძლოა, დაარღვიოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სეზონის გადადება არხზე მიმდინარე ტექნიკურ გადაიარაღებას უკავშირდება. გადაიარაღების გეგმა 29 ივნისის სხდომაზე იყო დამტკიცებული, თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრებს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს სეზონის გადაწევას გამოიწვევდა.

გარდა ამისა, როგორც მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ია ანთაძემ არასამთავრობოს განუცხადა, ახალი სეზონის დაწყებამდე საზოგადოებრივზე დარჩება მხოლოდ „მოამბე“ და სპეციალური „საარჩევნო პროექტი“, რომელიც გაგრძელდება 15 სექტემბრიდან ნოემბრამდე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტების შესრულებას. ის ავალდებულებს არხს, ახალი ამბების გამოშვების გარდა აუდიტორიას მიაწოდოს პოლიტიკურ-ანალიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი შინაარსის მქონე გადაცემები და ჟურნალისტური გამოძიება. არასამთავრობოს თქმით, თუკი არხის მენეჯმენტი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ამის მონიტორინგს ვერ განახორციელებს სამეურვეო საბჭო, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხი უნდა დააყენოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ ასევე საეჭვოა მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები გადანაწილდება რადიოსა და ვებპლატფორმაზე. არასამთავრობოს შეფასებით, რადიოს აუდიტორიის შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, ხოლო რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა უფრო დაბალია, რაც განაპირობებს ტელემაუწყებლობის მნიშვნელობას. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, „ვებპლატფორმითა და რადიოს საშუალებით ტელევიზიის ჩანაცვლება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, ყველა ტიპის მომხმარებელზე გათვლილი პროდუქტი მიეწოდოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს“. ამის გამო ის მოუწოდებს სამეურვეო საბჭოს, გააკონტროლოს მენეჯმენტის მიერ პრიორიტეტების შესრულება, ხოლო პარლამენტს - დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით.

არხის მენეჯმენტის განცხადებით, არხის კონკურსში გამარჯვებულ პროექტებში დასაქმებული ადამიანები ახალი სეზონის დაწყებამდე ანაზღაურებას მიიღებენ. არასამთავრობოს განცხადებით, არაა განმარტებული, რამდენადაა რელევანტური ახალი სეზონის დაწყებამდე, 6 თვის განმავლობაში გადაცემების მომზადება.

ანა მებურიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს