უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ივლისი, 2017 18:50
font-size

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"როგორც მოგეხსნებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართავს პრესკონფერენციას და ფართო საზოგადოებას გააცნობს კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 26 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა. 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. აქვე კიდევ ერთხელ მსურს მცირე განმარტება გავაკეთო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის ვუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას. თუმცა იმის, გამო რომ შოკები მუდმივად ხდება ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება უფრო მაღალი და სხვა დროს უფრო დაბალი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3% ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3%-მდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს.

ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია; პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის გაუმჯობესება, რაც აისახება როგორც საქონლისა და მომსახურების (ტურიზმი) ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების მაღალი ტემპით ზრდაში. საგარეო შემოდინებების მატებასთან ერთად იზრდება მოხმარებაც, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად აღნიშნულისა, შიდა მოთხოვნა და მთლიანად ეკონომიკური აქტივობა ჯერჯერობით პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2413 ლარი გახდა

1 აპრილი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა COVID-19-თან დაკავშირებით

1 აპრილი, 2020 , 16:55

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთ

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

1 აპრილი, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2816 ლარი გახდა

31 მარტი, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2845 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი - ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი, 2020 , 16:15

როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად - მერსედეს ვერა მარტინი

31 მარტი, 2020 , 12:50

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, – ამის შესახებ სსფ-ს (IMF) საქართველოს მისიის ხელმძღვან