უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ნოემბერი, 2018 15:10
font-size

სებ-მა უნდა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი

მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს მუშაობა მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, რომელიც საქართველოს ეხმარება, წარმატებით გაუმკლავდეს საგარეო შოკებს, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფრანსუა პეშომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე.

ფრანსუა პეშომ გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკა სწორად არის კონცენტრირებული ფასების სტაბილურობაზე.

„ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმატებით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. მონეტარული პოლიტიკა მართებულადაა კონცენტრირებული ფასების სტაბილურობაზე, ინფლაცია დაბალია და თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნარჩუნდება, რაც შოკების ძირითადი მშთანთქმელის როლს ასრულებს“, – განაცხადა ფრანსუა პეშომ.

მისი თქმით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, რაც გაცვლითი კურსის მერყეობისადმი მგრძნობელობას ზრდის.

ფრანსუა პეშო აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებასა და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას ასახელებს.

„დოლარიზაციის შემდგომი შემცირება შესაძლებელია მიზნობრივი და ბაზარზე ორიენტირებული გონივრული ქმედებებით, ფინანსური განათლების გაღრმავებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით“, – განაცხადა მან.

სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ საქართველო რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ინდიკატორ სჩამორჩება.

„უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად დამატებითი ძალისხმევა არის საჭირო, რადგან საქართველო ჩამორჩება რეზერვების ადეკვატურობის შეფასების ჩვენს ინდიკატორს. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები უნდა გაიზარდოს, რომ არსებობდეს საგარეო მოწყვლადობის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმი, ხოლო სავალუტო ინტერვენციები უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ჭარბი მერყეობის შესამცირებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად“, – განაცხადა ფრასუა პეშომ.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი