უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 ოქტომბერი, 2018 16:35
font-size

სემეკ-ის თავმჯდომარემ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდა არ გამორიცხა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას თქმით, ლარის გაუფასურების ფონზე სემეკს გაზმომარაგებაზე მომუშავე კომპანიებმა მიმართეს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით.

მილორავას თქმით, წლის ბოლომდე გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი.

„სატარიფო განხილვა ეხება რამდენიმე კომპანიას. ეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. კომპანია „ყაზტრანსგაზს“, „საქორგაზს“ და“სოკარჯორჯიაგაზს“. შესაბამისად, როგორ იქნება საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფი დამოკიდებულია ამ კომპანიების ტარიფების დადგენაზე. პასუხი გვეცოდინება ამ წლის ბოლომდე“, - თქვა მილორავამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, მილორავამ ახსნა, რომ თუ კომპანიები ჩათვლიან, რომ მათი ხარჯები და შემოსავლები შეიცვალა, მათ აქვთ უფლება, შეიტანონ განაცხადი სატარიფო გადასახადის ცვლილებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის ტარიფები დავადგინეთ შარშან და მან მოიცვა პერიოდი 2019-2020-ის ჩათვლით. თუ გახსოვთ, კომპანიებს აქვთ უფლება, თუ ისინი შეაფასებენ, რომ გარკვეული ცვლილებები იმ მოცემულობაში, რომელიც საფუძვლად დავუდეთ ტარიფის დათვლას, შევიდა, არსებითი ცვლილებები, შეიცვალა მათი ხარჯები და შემოსავლები, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება, მოგვმართონ სატარიფო განაცხადით“, -განმარტა მილორავამ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი