უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2017 14:25
font-size

სემეკის ინიციატივით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში „მისტიური მომხმარებლის“ პროექტი იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მომსახურების ხარისხის შემოწმებას იწყებს.

კომისიის ინიციატივით, „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში 11 იანვრიდან კომპანიების მომსახურების ცენტრებში შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.

როგორც სემეკში აცხადებენ, „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს განახორციელებს სატენდერო პირობებით შერჩეული კომპანია. პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული ისეთი მომსახურებების შემოწმება, როგორიცაა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, მრიცხველის შემოწმების მოთხოვნა, ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის მოთხოვნა; აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის გაყოფა, საჩივარზე რეაგირება და სხვა. ასევე, შემოწმდება ქოლ-ცენტრის მომსახურება, ქვითარი (ბეჭდური და ელექტრონული) და მასთან დაკავშირებული პროცესები, კომპანიების ოფიციალური ვებ გვერდები და მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების პროცესი.

„მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 21 მსხვილი და საშუალო კომპანია შემოწმდება.

კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება:

სს „თელასი“;
სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“;
შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“;
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“;
შპს „საქორგგაზი“;
შპს ,,ჩირაღდანი -XXI საუკუნე“;
შპს „ვარკეთილაირი“;
შპს „ტაბა“;
შპს „ყამარი მ“;
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
შპს „ინტერ გაზი“;
შპს „აკრიანი 2006-ი“;
შპს „გასკო+“;
შპს „დიდი დიღომი“
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
შპს „ბათუმის წყალი“;
შპს „რუსთავის წყალი“;
შპს „ქობულეთის წყალი“;
შპს „მცხეთის წყალი“

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი