უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 სექტემბერი, 2019 13:50
font-size

სემეკში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გასული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს - სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, დღეისათვის კომისიაში მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის გეგმური პროცესი, რაც განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ტარიფების დადგენა ხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო განაცხადი მომდევნო პერიოდის სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით. სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან - დავით ფურცხვანიძე

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება -

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შეუზღუდავი კონტროლის საფრთხეს შეიცავს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მიაჩნია, რომ კანონპროექტით უკონტროლოდ იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა: 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტ

პარტია „რეფორმერი` სესხების გადავადებას ითხოვს

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

პარტია "რეფორმერი" ინიციატივით გამოდის და მთავრობას სესხების საშეღავათო პერიოდის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. როგორც :რეფორმერში" აცხადებენ, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, სტრესული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.