უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2017 14:10
font-size

სემეკში „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის` ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაზე მსჯელობენ

სემეკში „გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" 2017-2018 წლისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც კომისია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" სემეკს სატარიფო განაცხადით მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა და ტარიფების დეპარტამენტმა დაასრულა აღნიშნულ განაცხადზე მუშაობა.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ფლობს მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებს, შესაბამისად, ეს ტარიფი ითვალისწინებს იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელსაც კომპანია ეწევა ამ მაგისტრალური გაზსადენების ექსპლუატაციის დროს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, მასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს ტარიფი მონაწილეობს, თუმცა რა წილია, ეს იქნება საბოლოოდ მას შემდეგ გარკვეული, რაც იქნება დადგენილი განაწილების და მიწოდების ტარიფები და მათ შორის, ასევე სამომხმარებლო ტარიფები. ამიტომ წინასწარ თქმა, თუ რა წილი აქვს, ჯერჯერობით რთულია", - განაცხადა შონიამ.

ცნობისათვის, ხვალ სემეკი შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაადგენს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთ

ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დღეს დაიწყო. ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად შერჩეუ

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა

16 იანვარი, 2018 , 16:55

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამართა ბრიფინგი, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებისა და დავით გარეჯის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალ

კახა კალაძე რაგბის კომპლექსში ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16 იანვარი, 2018 , 15:45

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს. „როგ

ომბუდსმენი გამოძიებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

16 იანვარი, 2018 , 15:45

სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, მაჩალიკაშვილების ოჯახის შუამავალი გახდეს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გ

სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს - თემირლან მაჩალიკაშვილი მამა

16 იანვარი, 2018 , 15:45

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ მან ომბუდსმენთან