უკან

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2017 12:40
font-size

სემეკში წყალმომარაგების კომპანიების განაცხადებს განიხილავენ

სემეკში წყალმომარაგების კომპანიების მენეჯერებთან შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ სატარიფო განცხადებებს, ასევე კომოანიების საინვესტიციო გეგმებს.

მარეგულირებელი კომისია დღეს სამი კომპანიის საინვესტიციო გეგმას განიხილავს, კერძოდ, იმას, თუ რა ინვესტიციების განხორციელებას აპირებენ კომპანიები მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

დღეს ასევე, ენერგოპროჯორჯიას საინვესტიციო გეგმის განხილვა მოხდება. ხვალიდან კი, თბოელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფების განსაზღვრა იგეგმება.

საბოლოოდ, დენზე და წყალზე სამომხმარებლო ტარიფი დეკემბრის ბოლოსთვის განისაზღვრება.

,,კომისია იმსჯელებს წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ , მცხეთის წყალის, რუსთავის წყალის 2018-2020 წლებისათვის განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ. მოხდება იმ გეგმების შეთანხმება, რომელიც კომპანიებმა უნდა განახორციელონ სწორედ მომდევნო პერიოდში.

ასევე, კომისია განიხილავს, ენერგოპრო ჯორჯიას საინვესტიციო გეგმებს.

წინასწარი ვარაუდების გაკეთება სამომხმარებლო ტარიფებზე ამ ეტაპზე შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით არ დაწყებულა მსჯელობა იმ კომპონენტებზე, რომელიც არის უშუალო შემადგენელი სამომხმარებლო ტარიფის“, - აცხადებს სემეკის პრესსპიკერი, ქეთი ბერიკაშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

20 მაისი, 2019 , 10:15

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათა

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით გააძევეს

19 მაისი, 2019 , 20:55

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა პოლიციის ძალით გააძევეს. მას თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და ჰქონდა მართვის მოწმობა. ოპოზიცის წევრი აპირებდა, რომ დაერეკა ცესკო-ში და ეთქვა საუბნო საარჩევნო კო

შემაშფოთებელია კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები - საია

19 მაისი, 2019 , 15:04

ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 14:00 საათისთვის დამკვირ

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

19 მაისი, 2019 , 09:05

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარ

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი, 2019 , 17:45

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვხვდები თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს. ვფიქრობ, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგება“, - ამ სიტყვებით, ქართულ ენაზე მ

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 16:58

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის