უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ნოემბერი, 2017 15:00
font-size

სენაკის ახალი მერი გუბერნატორმა წარდგინა

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ლევან კუპრეიშვილი თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

"თქვენი ახალი მერი ევროპული განათლების მქონე და გამოცდილი კადრია. მიხარია, რომ ასეთი ენერგიული მერი ჰყავს სენაკს. წარმატეტებს ვუსურვებ ლევანს, ის მოდის კონკრეტული გეგმებით უკეთესი სენაკისთვის! ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ სენაკში", - განაცხადა ახალი მერის წარდგენაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

თავის მხრვ, თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო სენაკის ახალმა მერმა ლევან კუპრეიშვილმა. ლევან შონიამ და ლევან კუპრეიშვილმა სენაკის ყოფილ გამგებელს გოჩა დგებუაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან კუპრეიშვილი ევროპული მენეჯმენტის სკოლა – ESM-Tbilisi კურსდამთავრებულია, ის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია; 2007 წელს სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბორნმუსში, ბიზნესის სკოლაში – BBSI (Bornmuth Business School International); 2009 წლის იანვარში სწავლა გააგრძელა ინგლისის ქ. ბრაიტონში, Bellerbys College, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და წლის საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა; 2009 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ინგლისის მოწინავე უნივერსიტეტში The University Of Warwick, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე – „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი ანალიზი“.

ლევან კუპრეიშვილი 2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად; 2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი