უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


სექტემბერში 4 მილიონ 560 ათასი ლარის შემოწირულობიდან „ქართულ ოცნებაზე“ 4. 033. 485 ლარი მოდის
2017 წლის სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი შემოწირულობა - 4.033 485 ლარი მიიღო.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველა პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 4 მილიონ 560 ათასი ლარი შეადგინა.
შემოწირულობების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა „ევროპული საქართველო“ 335. 964 ლარით, ხოლო სამეულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხურავს 36. 136 ლარით.
სექტემბერში „პატრიოტთა ალიანსს“ 29.882 ლარი შესწირეს, ხოლო „ახალ საქართველოს“ -29.300 ლარი.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, სექტემბერში მათ 44 ათასი ლარი ჩაურიცხეს, აქედან ყველაზე მეტი, 15 500 ლარი გულო ზუმბაძეს შესწირეს. მას რამდენიმე ასეული ლარით ჩამორჩება ალეკო ელისაშვილი (15.146 ლარი).
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1 მილიონ 403 ათასი ლარის შემოწირულობა იურიდიული პირების მიერ იყო განხორციელებული, აქედან 1.396.800 ლარი - მმართველი გუნდის ანგარიშზე, რაც მის მიერ მიღებული შემოწირულობის 35%-ს შეადგენს.
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25