უახლესი ამბები
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
ეკონომიკა


სექტემბერში ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 457.0 მლნ ლარით - ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფომაციას ავრცელებს.
სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ოქტომბრისათვის 18.3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 571.7 მლნ ლარით ანუ 3.2 პროცენტით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით მეტი).
,,სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 457.0 მლნ ლარით ანუ 4.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 3.0 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 114.7 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.4 პროცენტით).
მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.65 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.61 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.2 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.5 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა
15 თებერვალი, 2019 , 17:00

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია
15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა
15 თებერვალი, 2019 , 15:49

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა
15 თებერვალი, 2019 , 15:45
საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
15 თებერვალი, 2019 , 13:35