უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

30 ოქტომბერი, 2020 16:55
font-size

სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას - ივანე მაჭავარიანი

სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაფიქსირდა -0.7%-იანი შეცირება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც გვქონდა შარშან. ამავე დროს, უნდა უნდა გვხასოვდეს, რომ სხვადასხვა შეფასებით, ტურიზმის წილი ჩვენს ეკონომიკაში, დაახლოებით, 9-11%-ია და ჩვენ სწორედ ეს მონაცემები დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, შარშანდელ დონეზე ვართ. რას ნიშნავს ეს - ჩვენ წელს ეკონომიკას მივეცით სერიზული ფისკლაური სტიმული, ბიუჯეტის დეფიციტი გავზარდეთ 8,5%-ით. ამ სტიმულის საფუძველზე, მოხდა ნაწილობრივი კომპენსაცია იმ ეკონომიკური დანაკლისისა, რაც გამოიწვია ტურიზმის ვარდნამ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ, იყო ადეკვატური“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ შეფასებას ადასტურებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

„მხოლოდ ჩემს სიტყვებს რომ არ დაეყრდნოთ, მოვიშველიებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პერიოდის ეკონომიკურ პროგნოზს, სადაც ფონდი აღნიშნავს, რომ 2021–2025 წლებში, არის მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე უფრო დიდი მაჩვენებლით, დაახლოებით, 5%-ით ვიდრე რეგიონის ქვეყნების, რეგიონი კი მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას და დსთ-ის ქვეყნებს. ანუ მოლოდინია, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა 4-5 წელიწადში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღდგენის პროცესი იქნება ყველაზე სწრაფი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, სექტემბერთან ერთად, საკმაოდ კარგი აქტივობაა ოქტომბერშიც, რასაც შენარჩუნება სჭირდება.

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხად

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საბანკო სესხის პროცენტი რესტორნებსაც დაუსუბსიდირდებათ - ნათია თურნავა

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ, - ამის შესახებ ეკონ

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი

მთავრობამ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „FDI გრანტი“ დაამტკიცა

19 ნოემბერი, 2020 , 17:14

თბილისი. მედიანიუსი. 19.11.20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვეს

იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინსწარი შედეგების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 ნოემბერი, 2020 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამი