უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
არქივი
საზოგადოება
სექტემბრისთვის ოცამდე ბაგა-ბაღში სანიაღვრე სისტემებსა და ასფალტის საფარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - თამარ ტალიაშვილი
დედაქალაქის მუნიციპლაიტეტის საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ტენდერებიდან მოძიებული რესურსების დიდი ნაწილი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წევრმა თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, 1 500 000 ლარით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, აღნიშნული თანხები კი თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას მოხმარდება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დაისვა შეკითხვები, რის პასუხადაც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ბიუჯეტით განსაზღვრული ცვლილებები. ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია, რითაც დაასაბუთა ამ კონკრეტულ ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემების არსებობა და მათი გაუჯობესების აუცილებლობა.
როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია მაჟორიტარ დეპუტატებთან და თბილისის მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად თვეებია მუშაობს, რათა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და ბაგა-ბაღები ახალ სასწავლო წელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით შეხვდნენ.