უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 აპრილი, 2020 10:40
font-size

სერ ტიმ ბირკინის BENTLEY BLOWER გადადის ციფრულ ფორმატში

Bentley Blower Continuation პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. სპეციალისტების მიერ, ავტომატიზირებული პროექტირების სისტემაში (CAD) შექმნილია ციფრული მოდელი, რომელიც იქნება პროტოტიპი და ტექნიკური ნიმუშო ახალი ავტომობილებისთვის.

გასულ წელს დაანონსებული Blower Continuation სერია შედგება Bentley Blower-ის 12 ახალი ავტომობილისგან, თითოეული მათგანი არის 1929 წელს გამოშვებული Team Blower ბოლიდის ზუსტი რეპლიკა. ამ ლეგენდარულ ავტომობილს მართავდა ბრიტანელი ავტო მრბოლელი სერ ჰენრი «ტიმ» ბირკინ და დღევანდელი დღისთვის ეს არის Bentley-ის ყველაზე ღირებული და იშვიათი ავტომობილი.

Continuation საავტომობილო სერიის წარმოებაზე მუშაობს Bentley Mulliner Classic-ის მწარმოებელთა გუნდი. ოსტატებმა უკვე მოახდინეს საკუთარი გამორჩეული უნარების დემონსტრირება, ახლახანს რესტავრირებულ 1939 წლის Bentley Corniche-ზე, ახლა კი რეტრო ავტომობილების ექსპერტების გუნდთან ერთად, ახალი სერიის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების შეკრებით არის დაკავებული.

მომავალი 12 ავტომობილიდან ყველამ უკვე იპოვა თავისი მფლობელი. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა დაინტერესებულ კოლექციონერებს, ხოლო პირველი უნიკალური «ნულოვანი» (Car Zero) პროტოტიპის საამწყობო სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება.

Bentley-ის კუთვნილი ბოლიდი Team Blower ფრთხილად დაშალეს და შემდეგ აღადგინეს ციფრულ ფორმატში, ზუსტი ლაზერული სკანირების და ხელით შესრულებული ფრთხილი გაზომვების საშუალებით. მზა CAD-მოდელი 2გბ-ზე მეტი ზომისაა და შედგება 630 კვანძისა და 70 ბლოკისგან.

შემუშავების პროცესს, სკანირების შედეგებზე დაყრდნობით და ზუსტი გაზომვით დასჭირდა ორი CAD-ინჟინერის მუშაობის 1200 საათი. გულმოდგინე მუშაობის შედეგად პირველად გამოჩნდა 1920-იანი წლების Bentley-ის ციფრული მოდელი. მიუხედავად იმისა რომ, Continuation სერიის ასაწყობი სამუშაოები შეჩერებულია COVID-19 პანდემიის გამო, ინჟინერებმა დისტანციური მუშაობით, შეძლეს პროტოტიპის დასრულება.

ცალკეული დეტალების შემუშავება და პროექტირების გარდა CAD- მოდელი საშუალებას იძლევა გათვალისწინებულ იქნას თითოეული მომხმარებლის სურვილები. ამისათვის Bentley-ს დიზაინერების გუნდი ქმნის ზუსტ სრულყოფილად ფერად ვიზუალიზაციას, რომელიც ეფუძნება არსებულ მოდელს. ტექნიკურად Continuation სერიის ავტომობილი Team Blower ბოლიდის იდენტური იქნება, ამასთან მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ფერთა გამმა, გარე და შიდა მოპირკეთების მასალა თავიანთი შეხედულებისამებრ. ამ გზით, ავტომობილები, ორიგინალი მოდელისგან, სრულიად განსხვავებულები იქნება.

The Team Blowers

1920-იანი წლების ბოლოს სერ ბირკინის შეკვეთით, რბოლებში მონაწილეობისთვის, გამოშვებულ იქნა ოთხი ბოლიდი Team Blower. ყველა მათგანი ტრიუმფალურად მონაწილეობდა ევროპის სარბოლო ტრასებზე. ყველაზე მეტად სახელი გაითქვა, სერ ბირკინის, ბოლიდმა № 2 სანომრე ნიშნით UU 5872, რომელმაც «ლე-მანის 24 საათი» რბოლაში მიიღო მონაწილეობა და უმთავრესი როლი შეასრულა 1930 წელს Bentley Speed Six-ის გამარჯვებაში. ზუსტად ეს Team Blower სანომრე ნიშნით HB 3403 რომელიც ახლა ეკუთვნის Bentley-ს, გამოყენებულ იქნა როგორც პროტოტიპი Continuation სერიისთვის.

ორიგინალი Team Blower-ის მსგავსად Continuation სერიის ყოველი ახალი ავტომობილი აღჭურვილი იქნება ოთხ-ცილინდრიანი 16 სარქველიანი ძრავით.

Bentley Mulliner - ბენტლის განყოფილება ძარისმშენებლობაში და ინდივიდუალიზაციაში

Mulliner -ის ისტორია იწყება ძარის მშენებლობით 1760 წელს, როდესაც ფრენსის მულინერმა მიიღო შეკვეთა სამეფო საფოსტო სამსახურისთვის ეკიპაჟის შექმნაზე. 1870 წელს მისმა შვილიშვილმა, რობერტმა, დააფუძვნა კომპანია Mulliner London Limited. ბიზნესმა წინსვლა დაიწყო მექანიკური მართვის ავტომობილების განვითარების წყალობით. 1900-იანი წლების დასაწყისში ლონდონის პრესტიჟულ რაიონში (მეიფერ) გაიხსნა პირველი საგამოფენო ცენტრი.

დღეს ატელიე Bentley Mulliner განთავსებულია ბენტლის ქარხანაში, ქალაქი ქრუ, და წარმოადგენს საქმიანობის სამ მიმართულებას:

-განყოფილება Bentley Mulliner Classic ახდენს Blower Continuation-ის რეალიზებას და 1939 წლის Corniche-ის რესტავრაციას

-განყოფილება Bentley Mulliner Collection დაკავებულია ავტომობილების პერსონალიზაციით და ბენტლის მფლობელებისთვის უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მომსახურებას.

-განყოფილება Bentley Mulliner Coachbuilt ქმნის ძარის უნიკალურ ლიმიტირებულ სერიას, რომლებიც შექმნილია მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნებით. მათ შორის ამ განყოფილების სპეციალისტები მუშაობენ ახალ Bentley Mulliner Bacalar-ზე.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

6 ივლისი, 2020 , 17:23

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალ

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

2 ივლისი, 2020 , 19:25

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“ სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში „ევრ

ახალი BENTLEY BENTAYGA - გამორჩეულად დახვეწილი ქროსოვერი

2 ივლისი, 2020 , 17:47

Bentley Bentayga კვლავაც ხდება თავისი სეგმენტის ეტალონი ახალი დახვეწილი ქროსოვერი, ფლობს უპრეცედენტო სიმძლავრეს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი მდიდრულობითა და კომფორტით ყოველდღიურ მგზავრობაში წინა და უკანა ძარების ახალი

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

30 ივნისი, 2020 , 16:45

-რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს -ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს -ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიან

ახალი BENTAYGA და სტრატეგია BEYOND100

25 ივნისი, 2020 , 10:22

კომპანიამ Bentley ახალი ბენტეგა მსოფლიოს წარუდგენს 2020 წლის 30 ივნისს, ქართული დროით 20:00 საათზე. ახალი Bentayga იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც გამოშვებული იქნება Bentley Beyond100 ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში - მოგ

დიდი სპორტი ბრუნდება - მთავარი თამაშები და აქციები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

12 ივნისი, 2020 , 17:00

-გერმანიის შემდეგ, ფეხბურთი ესპანეთსა და იტალიაშიც ბრუნდება -მომავალ კვირაში რესტარტი ინგლისის პრემიერლიგაშიც შედგება -„ევროპაბეთი“ სპორტის სეზონის განახლებას აქციებით ხვდება კორონავირუსის მასშტაბური გავრცელე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე