საზოგადოება


სერგეენკო ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებას ეხმაურება
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის არაა გარკვეული ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის, დავით მაჭარაშვილის საქმის დეტალებში, რომელსაც ბრალს დებენ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში.
სერგეენკოს თქმით, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებული რეფორმები საკმარისი არ აღმოჩნდა ტაბლოიდური ფორმის ნარკომოხმარების შესამცირებლად.
„მე თვითონაც არ ვიცი ამ გამოძიების დეტალები , თუმცა გიდასტურებთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ხელმძღვანელი პირი იქნება, საშუალო თუ დაბალი რგოლის თანამშრომელი, თუ დანაშაული გამოიკვეთა, ყველა თანაბრად, მათ შორის მეც, ვაგებთ ამაზე პასუხს. 2014 წლის სექტემბერში აღდგა რეცეპტების ინსტიტუტი, 2014 წლის განმავლობაში რამდენიმე ფსიქოტროპული წამალი, რომელიც ურეცეპტოდ იყიდებოდა პირველ კატეგორიაში - ნარკოტიკებში და მასთან გათანაბრებულებში ავიდა, ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სააფთიაქო, ინტრავენური ნარკომანია, მაგრამ პრობლემა რჩებოდა ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივი გამოყენება. წლის განმავლობაში გატარდა რამდენიმე ღონისძიება, როდესაც ფარმაცევტებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა და რამდენიმე ასეულ აფთიაქს საჯარიმო სანქციები დაეკისრა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივი მუშაობით გამოიკვეთა გარკვეული სურათი, რომელსაც გამოძიება სჭირდება. ვფიქრობ, ეს გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და სამართლიანად დასრულდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გამო სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა. გარდა ამისა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არის მიცემული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.
როგორც გამოძიებამ გაარკვია, მაჭარაშვილმა ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00