უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 14:35
font-size

სერგეენკომ უნდა ჩართოს კერძო სადაზღვევო კომპანიები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში - ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარლამენტის ფრაქცია „თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა მთავრობის დადგენილებას კერძო და საყოველთაო პროგრამის სადაზღვეო პაკეტების ერთმანეთისგან გამიჯვნის შესახებ. ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში კერძო კომპანიებიც უნდა იყვნენ ჩართულნი.

„როცა დავით სერგეენკო კონფლიქტშია შესული საავადმყოფოებთან და სადაზღვევო კომპანიებთან, რის გამოც ზარალდებიან პაციენტები, ისინი მკურნალობის ხარჯის მინიმუმ 60%-ს თავისი ჯიბიდან იხდიან, მიუხედავად ამისა, რომ სახელმწიფო ამდენ ფულს ხარჯავს. ასეთ პირობებში საუკეთესო გამოსავალია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ადამიანების ნაწილი გადაეცეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კონტროლით კერძო სადაზღვეო კომპანიებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მათი ინიციატივის თანახმად, მოხდება ფინანსური და ჯანმრთელობის რისკების შემცირება.

„ეს გამოიწვევდა ფინანსური და ჯანრთელობის რისკების იმ გაზავებას, რომ არ დაზარალდებოდა არც პაციენტი, არ დაზარალდებოდა არც საავადმყოფო და არ დაზარალდებოდნენ არც სადაზღვეო კომპანიები. ამიტომ, მოვუწოდებ დავით სერგეენკოს, რომ გადადგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კონფლიქტის მაგივრად, რომელშიც ის შესულია მესამე წელია, სადაზღვეო სექტორთან, პირიქით, გამოიყენოს სადაზღვეო სექტორის პოტენციალი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „საქართველოს სადაზღვეო ასოციაციამ“ და სადაზღვეო კომპანიებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მიმართეს მთავრობას, რომ მან გადახედოს მის მიერ მიღებული 73-ე დადგენილება, რომლის თანახმად, ერთმანეთს გაემიჯნება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სადაზღვეო პაკეტები.

„საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის“ გამგეობის თავჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა სოციალურ პრობლემას გამოიწვევს, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს მოუწევთ „ჯიბიდან გადაიხადონ“ იმ სერვისებში, რომლებიც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს. მან ასევე თქვა, რომ ცვლილებას ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესება არ მოჰყვება.

მათ მიმართვას შემდგომ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მან განაცხადა, რომ „მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ“.

მთავრობის 73-ე დადგენილების თანახმად, კერძო სადაზღვევო პაკეტების კლიენტები ავტომატურად ეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. კერძო და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მომხმარებელთა სია განისაზღვრება 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. თვითონ კანონი 2017 წლის 1 მარტს ამოქმედდება.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი