უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

19 აპრილი, 2017 13:55
font-size

სერგეი ლავროვი სოხუმში რაულ ხაჯიმბას ხვდება

ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტად ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, დე ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას მართავს.

Sputnik-Абхазия-ს ინფორმაციით, შეხვედრის დაწყბისთანავე ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია „მხარი დაუჭიროს აფხაზეთის მიერ აღებულ კურს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ აფახაზეთში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს თანაბარი უფლებები გააჩნდეს. რომ აქ ყველა იგრძნოს სიმშვიდე და ეროვნულ თანხმობაში იცხოვროს“,-აღნიშნა დიპლომატმა და დასძინა, რომ სასიამოვნოა კვლავ იმყოფებოდეს აფხაზეთში.

„გუშინ ვეწვიეთ რუსეთის საელჩოს. ეს სოხუმში ცენტრალური ადგილია და ჩვენი თანამშრომლების მუშაობისთვის კომფორტული პირობებია შექმნილი. ის რომ აფხაზეთში ამხელა საელჩო გავხსენით, მოკავშირეულ კონტექსტს უსვამს ხაზს“,-აღნიშნა ლავროვმა.

გარდა ამისა, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის იქნა მიღწეული.

„მთავრობათაშორისი კომისიები აქტიურად მუშაობენ. ნოემბერში აფხაზი და რუსი მეწარმეების საქმიანი ფორუმი შედგა. გვაქვს კარგი გეგმები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობები უჭერენ მხარს“,-განმარტა ლავროვმა.

თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საელჩოს გახსნა იმის ნიშანია, თუ როგორ აწყობენ ურთიერთობას რუსეთი და აფხაზეთი“.

სერგეი ლავროვი სოხუმში სამუშაო ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისთანავე მან, დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო, მოგვიანებით კი, სოხუმში რუსეთის ახალი საელჩოს შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, ასევე, ლავროვი თავის კოლეგას შეხვდება.

რუსი დიპლომატი აფხაზეთში უკანასკნელად 2011 წელს იმყოფებოდა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16 მაისი, 2020 , 17:36

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართები

ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 - მდე გაიზარდა

14 მაისი, 2020 , 10:50

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა. ვირუსს გაგრა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

13 მაისი, 2020 , 16:50

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, ოკუპირებულ რეგიონში დაავადებული ათი პირია. რა