უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2020 12:00
font-size

EBRD-ი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

"ბანკებისთვის უფრო მეტი დისკრეციული უფლებამოსილების მისაცემად გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება შეცვალა და თავისი გამჭვირვალობა და კომუნიკაცია გაზარდა. ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნამ, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდა, საქართველოს ფინანსური მდგრადობა გააძლიერა", - აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონის 2020-21 წლების გარდამავალი პერიოდის ანგარიშში.

EBRD-ის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, Covid19-ის საპასუხოდ და ეკონომიკის დასახმარებლად, ეროვნულმა ბანკმა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები შეამცირა, ნორმატიული/მარეგულირებელი მოთხოვნები შეამსუბუქა რათა ხელი შეეწყო სესხების რესტრუქტურიზაციისთვის, და დაბალი ინფლაციური წნეხის პირობებში მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა.

ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს მიღებული ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულების შეცვლის მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლა იყო, რაც ბანკებს რისკების სამართავად უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.

EBRD-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება და რისკებისა და ფინანსური სისტემის მოწყვლადობის წლიური შეფასება 8 წლის შემდეგ - 2019 წლის სექტემბერში განახლდა. იმავე თვეს, ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია გამოქვეყნა, რომელიც ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შუალედურ მიზნებს განსაზღვრავს. საზედამხედველო სტრატეგია რეგულატორისთვის 2020-22 წლების სტრატეგიულ პრიორიტეტებს აყალიბებს და ამ პრიორიტეტების აღსრულებისთვის სპეციფიკურ აქტივობებს აღწერს.

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული საგანგებო ნაბიჯები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

NS

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი