უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
სერგო ჯავახიძე: საარჩევნო კოდექსიდან 10 წლიანი ცენზის ამოღებამ ბევრი კითხვა გააჩინა 10.05.2012 17:54

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი სერგო ჯავახიძე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ევროკავშირის მოქალაქეებისათვის, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, პასიური ხმის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” იყო ქართული პოლიტიკური სპექტრიდან ერთადერთი კვალიფიციური სუბიექტი, ვინც საუბრობდა საარჩევნო კოდექსიდან 10 წლიანი ცენზის ამოღებაზე, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა მათ შორის ხელისუფლებისა და ე. წ ”მეოცნებების” შესაძლო ფარული გარიგების არსებობაზე. მოძრაობა მხარს უჭერს საარჩევნო კოდექსში 10- წლიანი ცენზის აღდგენის მცდელობას. საარჩევნო კოდექსიდან ცენზის ჯერ ამოღება და შემდგომ კვლავ შეტანა ნათლად მიანიშნებს ხელისუფლებისა და პროექტის ინიციატორის ქ. დ. მ არაადეკვატურ, არათანმიმდევრულ პოზიციებზე ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით~, _ აცხადებს ჯავახიძე..