უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 იანვარი, 2017 12:45
font-size

სესხების გალარების მოთხოვნით 2000-ზე მეტი განცხადებაა შეტანილი - ზურაბ გვასალია

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, უკვე 100-ზე მეტმა ადამიანმა დოლარში აღებული სესხები გაალარა. აღნიშნული პოლიტიკის ამოქმედებიდან მე-3 დღეს 2000-ზე მეტი განცხადებაა შეტანილი.

საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 %-ს შეადგენს.

„ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს. მხოლოდ სამი დღეა გასული, ბანკებში კი არ წყდება სატელეფონო ზარები, ხოლო მიმართვიანობამ 2000-ს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ გალარების პროგრამის პოტენციური მონაწილეების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირება. მოსახლეობა ძალიან აქტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის საინტერესო და მისაღებია საბანკო სესხების იმ ვალუტაში გადმოტანა, რომელშიც შემოსავალი აქვს“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

ზურაბ გვასალიას თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი მზადაა, გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მოემსახუროს.

სესხების გალარიზაციის პროგრამა 17 იანვარს იწყება და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აღებული აქვთ სესხი და იმავე წლის მდგომარეობით, მისი შემოსავალი 100 000-ს ლარს არ აღემატება. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია.

კომერციული ბანკები 5 სამუშაო დღის განმავლობაში სმს-ით ან სხვა საშუალებებით უნდა დაუკავშირდნენ ამ საკითხში პოტენციურად დაინტერესებულ პირებს.

ანა მებურიშვილი

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი