უკან
პოლიტიკა
10 დეკემბერი, 2018 14:50
სესხების განულების ინიციატივასთან დაკავშირებული სპეციალური ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე ამოქმედდება
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სესხების განულების ინიციატივასთან დაკავშირებული სპეციალური ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე ამოქმედდება.
„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, “თიბისისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.